„უნდა დავგმოთ ყველანაირი აგრესია და ოკუპაცია, მითუმეტეს. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს და ვდგავართ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის გვერდით,“ - ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გააკეთა.
დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სანქციები და დიპლომატიური იზოლაცია გამოიყენება. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკურ განვითარებაში დახმრებითაც გამოიხატება, რაც ასევე, უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს.
დალია გრიბაუსკაიტემ ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნატო-ს და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ.
„ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ დაახლოვდა ერთმანეთთან, ყველაზე ახლოს, რომელიც კი მე ოდესმე მინახავს ადრე რომელიმე სხვა იმ ქვეყანასთან, რომელსაც სურს, რომ შეუერთდეს ნატო-ს ბლოკს. არის უამრავი ცხელი წერტილი მთელ მსოფლიოში, სადაც ნატო არის თავისი წარმომადგენლობით, ეს არის ის, რასაც საქართველო აკეთებს და როგორ ნაბიჯებსაც საქართველო დგამს. საქართველო სულ უფრო და უფრო ახლო თანამშრომლობას აღრმავებს ნატო-სთან და ეს არის კიდევ ერთ-ერთი შანსი და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი უნდა დაჩქარდეს, ნებისმიერი ოფიციალური ეტაპი უნდა გადაილახოს წევრობისთვის და ამის შემდეგ, რასაკვირველია, დაახლოება და ეფექტური თანამშრომლობა მით უფრო გაძლიერდება და ამისთვის პოლიტიკური ნება იქნება საჭირო,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.