ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო წინ მიდის და შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული 6 პრეზიდენტიდან, საქართველოში უკვე ჩამოვიდა ლიეტუვის პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ლიეტუვა გაჭირვებისა და ზეიმის დროს თანაბრად დგას საქართველოს გვერდით.
„მინდა გამოვხატო აღფრთოვანება თქვენი ჩამობრძანებით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღესასწაული ვერ იქნებოდა შემდგარი ასეთი ძლიერი საქართველოს მეგობრის მხარდაჭერის გარეშე.
"ქართულ-ლიტვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო წინ მიდის და შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა, მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს კონტექსტში.
მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატოსთან მიმართებით იქნება ადექვატურად დაფასებული.
დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტვური პოზიცია ტრადიციულად ჩვენი მხარდამჭერი იქნება.
ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის შესახებ. საერთაშორისო ფორუმებზე მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია,“-განაცხადა პრეზიდენტმა.