20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ

ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ.

კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯაბა ჯიშჯარიანი ლევან ხაბეიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმაურა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მთაწმინდაზე ხოშტარიას ქუჩაზე დადგენილ ვადაში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობაზე ისაუბრა და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს დააკისრა.

ჯიშკარიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დოკუმენტები წარადგინა და განცხადა, რომ კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გამგეობამ უკვე დააჯარიმა და გარკვეული პირობაც დაუთქვა.

ჯიშკარიანის და ხაბეიშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაში უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხოშტარიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 5 მაისს ამოიწურა, თუმცა ქუჩა ისევ გადათხრილია. კომპანია "ნიუ როუდ გრუპმა" ნაკისრი ვალდებულება დასახელებულ დროში ვერ შეასრულა, რის გამოც მას ჯარიმა დაეკისრა.

საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის დახარჯული 94 ათასი ლარის მიზნობრიობისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კი საკითხის შესწავლას სარევიზიო კომისიისგან ითხოვს. 

დღის ამბები