თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო სპუტნიკ არმენია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ
შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.