09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ევროპარლამენტში ევროკავშირი-უკრაინის პარლამენტთაშორისი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა

ევროპარლამენტში ევროკავშირი-უკრაინის საპარლამენტთაშორისო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. შეხვედრას რადას ყველა ფრაქციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე დებატებიც გაიმართა. ევროპარლამენტარების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისათვის, ფინანსური დახმარების სახით, მილიონ 800 ათასი ევროს გამოყოფას.

თავის მხრივ, უკრაინელი დეპუტატების განმარტებით, ქვეყანას, ფინანასური დახმარების გარდა, თავდაცვითი შეიარაღებაც ესაჭიროება. რადას დეპუტატებმა პუტინის მომავალ სცენარებზეც იმსჯელეს.

უკრაინის რადას სპიკერის განცხადებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატია და მშვიდობა იყოს მტკიცე ცივილიზებულ სამყაროში და მას ყველა სცემდეს პატივს.

„ჩვენმა მეგობრებმა იციან უკრაინაში არსებული რეალური ვითარება, სამხედრო კრიზისის კუთხით,” - განაცხადა უკრაინის რადას სპიკერმა ვლადიმერ გროისმანიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, პუტინის სამხედრო გეგმა ჩავარდა, თუმცა მას აქვს გეგმა „ბე.” ის გაზაფხულზე შეეცდება მასობრივი მღელვარებვის ორგანიზებას დედაქალაქსა და უკრაონის სხვა ქალაქებში.

„ეს გეგმა უკვე იწყებს განხორციელებას ტერაქტებისა და ფსევდოდემოკრატიული მიტინგების სახით. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ საფრთხესთან გამკლავებას, თუმცა არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ისიც, რომ რუსეთის არმია გაზაფხულზე მასშტაბურ მოქმედებებზე გადავა. ამიტომ ჩვენ გვაქვს 2 თვე უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად, საერთაშორისო ფინანსური დახმარების საშუალებით და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, თანამედროვე თავდაცვის იარაღების მიღებით,” - განაცადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იური ლუცენკომ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის წევრმა ანდრეი პლეკოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიციაა, მხარემ მაქსიმალური მცდელობა გამოიჩინოს და პატივი სცეს მინსკი 2-ის შეთანხმებას, რადგან ცეცხლი რეალურად უნდა შეწყდეს.

„კდევ ერთი ასპექტია ის, თუ როგორ გადავიდეთ მეორე ფაზაში. ეს უკვე პოლიტიკურ პროცესს წარმოადგენს და გულისხმობს დეცენტრალიზაციას კონსტიტუციური რეფორმების გზით. ეს შესაძლებელს გახდის ამჟამად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების მშვიდობიან ინტეგრაციას,” - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრეი პლეკოვიჩმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები