ფოთში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიებებით, ძირითადად, დატვირთულია ქალაქის მთავარი მოედანი, კულტურისა და დასვენების პარკი და აღმაშენებლის გამზირი.
მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები გაიმართება.
ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენილია მძიმე ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა, რომელის დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს დილიდან ჰქონდა.
ასევე, ღია ცის ქვეშ გამოფენილია ხალხური რეწვის შედეგები და მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა.
დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში დღის ბოლომდე გაგრძელდება, საღამოს კი დაასრულებს კონცერტი, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე