საზეიმო ღონისძიებები იმართება გორში. აქ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სამხედრო კომპონენტი, მძიმე შეიარაღება და ჯავშანტექნიკა.
მოწყობილია ენერგეტიკის კუთხე, ენგურჰესის მაკეტითა და ქარის გენერატორებით. ასევე, ადგილობრივ ხელოვანებს გამოფენილი აქვთ საკუთარი ნახატები, მეწარმეებს კი პროდუქტი.
ღონისძიებები ქალაქში საღამოს გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.