20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ძალიან მაღალი ხარისხით იყო დაცული, როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე, პოლიტიკური სტაბილობის, პოლიტიკური ბალანსის პრინციპები - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოში სტუმრადმყოფი 7 პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან, სადაც მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით  „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის, მომავალი ათწლეულის სტრატეგია“, გაიხსნა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი.

„100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ შეძლეს, აღედგინათ ნანატრი სახელმწიფოებრიობა და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ის, როგორც მათ ახალი ქვეყნის შენება დაიწყეს, იყო გაგრძელება იმ ისტორიულ არჩევანისა, რომელიც ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში გაუკეთებია. ეს ისტორიული არჩევანი იყო ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე, დასავლურ სახელმწიფოს მოწყობის წესზე და მიზნად ისახავდა თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აშენებას. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ამ რესპუბლიკაში მაშინდელი სტანდარტების მიხედვით, ძალიან მაღალი ხარისხით იყო დაცული, როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე, პოლიტიკური სტაბილობის, პოლიტიკური ბალანსის პრინციპები,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დამოუკიდებლობა მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა და შემდეგი 70 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იბრძოდა.

პრეზიდნეტის თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველო რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის წინაშე დადგა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა.

„მთელი გასაჭირის პარალელურად, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დემოკრატიული პროცესის გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენ ვათ ქვეყანა, რომელიც გლობალური სტაბილურობისთვის ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ ურთულეს საერთაშორისო მისიებში წლების განმავლობაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავის მომავალი და გააჩნია გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები