20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
დღეს უფრო, ვიდრე ოდესმე, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის წარმატებით დაგვირგვინდება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მრგვალი მაგიდის წევრებს მიმართავს.

საქართველოში სტუმრადმყოფი 7 პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან, სადაც მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით  „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის, მომავალი ათწლეულის სტრატეგია“, გაიხსნა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის ბრძოლა დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი უნდა გახდეს.

„100 წლის გადმოსახედიდან დღევანდელ დღეს უფრო იმედი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო დაიბრუნებს წარსულის დიდებას და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეული წევრი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველმა ხალხმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა გარე და შიდა საფრთხეებისგან უნდა დაიცვას.

დღის ამბები