„რა თქმა უნდა, ეფექტური ურთიერთობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ისევე, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, არის თანაბრად მნიშვნელოვანი,“ - ეს განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, საქართველოს პარლამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოში სტუმრადმყოფი 7 პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან, სადაც მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის, მომავალი ათწლეულის სტრატეგია“, გაიხსნა.
„ირანში განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენენ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე. ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ დაძაბულობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია, არ გადმოინაცვლოს სამხრეთ კავკასიაში, უნდა ვიბრძოლოთ ამ დაძაბულობის შესარბილებლად,“ - განცხადა არმენ სარქისიანმა.