„პრეზიდენტო, თქვენ შეეხეთ სტაბილურობას და გლობალურ სტაბილურობას და რას ვგულისხმობთ ჩვენი პლანეტის ცნებაში, ეს გახლავთ მშვიდობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, რომლის უპირველესი მნიშვნელობა გახლავთ მშვიდობა, როგორც ომების და კონფლიქტების აღკვეთა,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინესტემ.
მისი თქმით, რუსეთს კონფლიქტი აქვს ძალიან ბევრს ქვეყანასთან და ახლა მთელი მსოფლიო იმის გარკვევას ცდილობს, რას გააკეთებს რუსეთი კორეის ნახევარკუნძულზე.
საული ნიინესტე აცხადებს, რომ ევროპამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია და ღიად დააფიქსიროს, რომ მას შეუძლია დაცვა.
„თუ ძლიერად მიყვებით თქვენ მიერ არჩეულ კურს, ჩვენ გავიგონებთ თქვენს ხმას და ფაქტობრივად, თუკი ჩვენ გადავხედავთ მომავალს, რას ვხედავთ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ე.წ. დასავლური ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ, არის უფრო გავრცელებული მთელ მსოფლიოში და უფრო მეტად გავრცელდა. ვხედავთ ადამიანებს აზიიდან, აფრიკიდან მიილტვიან ისინი ევროპული ცხოვრების ყაიდისკენ და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ ვინმე არ მოგვწონს, ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რათა თავიდან ავიცილოთ სხვა კონფლიქტი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.