„ძნელია, რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს,“ - ეს განცხადება სლოვაკეთის პრეზიდენტმა პარლამენტში გააკეთა, სადაც მრგვალი მაგიდა გაიხსნა.
ანდრეი კისკამ მცოცავ ანექსიაზე ისაუბრა და შეკრებილებს ფოტო უჩვენა, რომელიც მავთულხლართებთან არის გადაღებული.
„სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანი მავთულხლართებზე გვიწვდის ხელს. ამ კაცმა ერთ ღამეს დაინახა, რომ მის ეზოზე გავლებულია მათვულხლართებით უკვე საქართველოში კი აღარ არის, არამედ სხვაგან არის გადაწეული, სამყაროს სხვა ნაწილში, ვერც სასწრაფო დახმარებას გამოიძახებს, ვერც სოციალურ სიკეთეს მიიღებს. ეს გააკეთა აგრესიულმა მეზობელმა,“ - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.