03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
"ხადური, წადი!" - ხადურისა და კვირიკაშვილის შეხვედრა ბიზმესმენებთან აქციის ფონზე მიმდინარეობს [ფოტო]

"ხადური, წადი," "გაღარიბებული საქართველო," "რიგითი ლარიანის გადასარჩენად," - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" საპროტესტო აქცია იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონისა" და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ქმედებების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციის პარალელურად, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ბიზნესმენებს ხვდებიან. ამ შეხვედრაზე ლარის კურსისა და ეკონომიკის შესახებ უნდა იმსჯელონ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას და კონკრეტულად, ეკონომიკური გუნდის მინისტრებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. 

დღის ამბები