15 ოქტომბერი 2024,   23:04
ვრცლად
„გენინსპექციაში არ ვბრძანდებოდი მე," - პროკურორი ზვიად ფხაკაძე სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, გენერალურმა ინსპექციამ, საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის პროცესს. არსებული ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ პროკურორები.

საქალაქო სასამართლოში ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა. მაია ნიკოლეიშვილი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარის გაღიზიანება ექსპერტიზის დასკვნით არის გამოწვეული.

საქმის პროკურორები კი აცხადებენ, რომ გენინსპექციას ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა არ დაუწყია და არც გამოკითხვაზე ყოფილა. 

„გენინსპექციაში არ ვბრძანდებოდი მე, გამოკითხვაზე თუ არ ვბრძანდებოდი, როგორ გამომკითხავდნენ გენინსპექციაში, ლოგიკური ბმაა. მოკვლევა შეიძლება დაწყო, მაგრამ მე ხომ ეს არ ვიცი. გენინსპექცია არის ორგანო, რომელიც გარკვეულწილად მოკვლევას აწარმოებს, მაგრამ შესაძლებელია ვის მიმართაც მიმდინარეობს მოკვლევა, პირველ ეტაპზე არ იცოდეს იმან. რატომ უნდა ვიყო დაბარებული ეგეც არ ვიცი, მაგრამ თუ საჭიროა გენინსპექციაშიც მივალ,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

მოზარდების მკვლელობის საქმის პროცესზე, საქალაქო სასამართლოში სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესი, რომელიც 6 საათი გრძელდებოდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.  

დღის ამბები