20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს - კახა კალაძე 

პარლამენტის წინ გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თბილისის მერი.

კახი კალაძე საქმის ობიექტურად გამოძიების შესახებ საუბრობს.

"მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული,-" წერს კახი კალაძე.

თბილისის მერი აქციაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნასაც გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეახსენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები