„არ მინდა, აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარი გავაკეთო,“ - ეს განცხადება, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შოთა შალელაშვილის შვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.
დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ჰაკერულ შეტევებში შალელაშვილის შვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.
„არ მინდა, აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარი გავაკეთო, მით უმეტეს, რომ არ ვარ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც აშშ არის იქ ქვეყანა, რომელიც თავის ინტერესებს ვერ იცავს და ჩვენც საკმაოდ კარგი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან, რომ მათი ინტერესები ჩვენს ქვეყანაში ვერ დავიცვათ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.
ამაზე საპასუხოდ კი მინისტრმა ქუმსიშვილმა, აღნიშნა, რომ შოთა შალელაშვილი პარლამენტის ღირსეული წევრია.
მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილი, იგივე გარი შალონი მოიაზრება მთავარ ორგანიზატორად იმ ჰაკერული შეტევისა, რომლის შედეგადაც ამერიკული ბანკებიდან 100 მილიონამდე მომხმარებლის საბანკო მონაცემები მოიპარეს და მილიარდობით დოლარი მიითვისეს.
გარი შალონი, რომელიც ონლაინ კაზინოებითაა დაკავებული და ვის ქონებასაც საერთაშორისო მედია 2 მილიარდ დოლარად აფასებს, FBI-მ 2015 წელს მასშტაბური ოპერაციის შედეგად აიყვანა. თუმცა, მოგვიანებით მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.
გამოძიების ვერსიით, მოპარული ფულის გათეთრება სწორედ ონლაინ კაზინოების და ბიტკოინების მეშვეობით ხდებოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.