20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
2 მილიონი ლარის პრემია და 180 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი - IDFI საკონსტიტუციო სასამართლოს არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს

2 მილიონი ლარის პრემია და 180 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი - საკონსტიტუციო სასამართლოს არამიზნობრივ ხარჯებზე ანგარიში “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” მოამზადა.

ორგანიზაციის განმარტებით, 2 მილიონი ლარის პრემია 9 მოსამართლემ 2012-2017 წლებში აიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარისთვის კი 180 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი ბიუჯეტის თანხით შეიძინეს.

IDFI-ში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური დევნის შესახებ ინფორმაცია სასამართლომ ორგანიზაციას დაუმალა. გარდა ამისა, ორგანიზაცია პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებების რეკომენდაციითაც მიმართავს.

„არარაციონალურად მიგვაჩნია თითქმის 180 000 ლარიანი ავტომობილის შეძენა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, კითხვები გვაქვს ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ჩვენი აზრით ამ მიმართულებით კანონმდებლობა არის დასახვეწი“ -აცხადებს “IDFI”-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია.

ორგანიზაციის კვლევას გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე, მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ფეხით ვერ გადაადგილდება თბილისიდან ბათუმში.

„თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება ბუნებრივია, თბილისიდან ბათუმში და ძალიან ხშირად შეიძლება მას უწევს მოძრაობა ამ მანძილზე ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელ მსოფლიოში აქვთ. ვერ გეტყვით, რა თანხაა გადახდილი, ალბათ არის ის გადახდილი რისი საჭიროებაც იყო“-აცხადებს კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ხარჯებისა და ფინანსების კონტროლის მანდატი არ აქვს.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ორ ეტაპად ხდება ცვლილებები“-აცხადებს ბესელია.

დღის ამბები