თბილისში გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მონაწილეები, დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებებზე ესაუბრებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოში გატარებული რეფორმები მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია.
„ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას გაერო-ს წევრ ქვეყნებს. სამწუხაროა, რომ განვითარების მონაწილენი არ არიან დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, რადგანაც ისინი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან არიან იზოლირებული,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი სიღარიბის შემცირებაა.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით იმართება. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.