რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და რეგიონული უსაფრთხოება - ამ საკითხებზე საქართველო - დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
საქართველო - დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხუთკაციანი დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ბევრი რამ კეთდება ასოცირების შეთანხმების თვალსაზრისით. უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ თქვენი საზოგადოება მიუახლოვდეს დასავლურ პოზიციას. რაც ვნახეთ, ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებიც და ზოგადად საზოგადოებაც მიისწრაფვის დასავლური ღირებულებებისკენ. ჩვენც გვინდა შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ. ვაფასებთ რასაც აკეთებთ, თქვენს გვერდში ვდგავართ და ასევე ვიზიარებთ თქვენს შეშფოთებას. დღეს იგივე თემა ბრიტანეთსაც აღელვებ,“ - განაცხადა საქართველო - დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ბრიტანულ დელეგაციას აინტერესებს არა მარტო უსაფრთხოების საკითხები საქართველოში, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივი კომუნიკეს მიღებაც.