20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - "ევროპული საქართველო" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  

ელენე ხოშტარიამ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა პარლამენტის კანცელარიას.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ დროებითი კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, იმასთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდა მკვლელობის გამოძიება.

„კითხვები სერიოზულია. არის საუბარი იმაზე, რომ გამოძიება მიდის არასათანადოდ, რომ ვიღაცას ხელს აფარებენ, რომ არის მეტი მონაწილე.  არის ექსპერტიზასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები. ამიტომ ეს კითხვები ვერ დარჩება პასუხგაუცემელი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ასევე არის "ქართული ოცნების" ინტერესებშიც თუ ისინი დაინტერესებულები არიან, რომ ამ ოჯახს აღარ დარჩეს კითხვები,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები