ნატო გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას - ეს განცხადება, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვარშავაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის კარი ღია რჩება და ყველა ასპირანტ ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერს.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის სეიმის სპიკერიც, მისი თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ღირებულებებსა და ვალდებულებებს იზიარებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მისი ნაწილი გახდეს.