20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
იტალიას ახალი პრემიერობის კანდიდატი ჰყავს 

იტალიას ახალი პრემიერობის კანდიდატი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტმა დროებითი მთავრობის ფორმირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს კარლო კოტარელის დაავალა. ეს გადაწყვეტილება ჯუზეპე მატარელამ მას შემდეგ მიიღო, რაც პოპულისტური პარტიების კოალიციამ მთავრობის ფორმირებაზე უარი განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატის მანდატი დათმო მათ მიერ წარდგენილმა ჯუზეპე კონტიმ. ახალი კაბინეტის შემადგენლობაში მან ფინანსთა მინისტრის პოსტზე ევროსკეპტიკოსი და ევროზონის მოწინააღმდეგე პაოლო სავონა დაასახელა, თუმცა პრეზიდენტმა მის კანდიდატურას ვეტო დაადო.

უკვე სამი თვეა იტალიაში მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდება. პოლიტიკური კრიზისის გამო, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.

დღის ამბები