04 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
სურამში 59 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

სურამში 59 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. მკვლელობის მოტივად რამდენიმე ვერსია სახელდება, მათ შორის ერთ-ერთი სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული კონფლიქტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს და მის დასაკავებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

დღის ამბები