20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება - სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები