იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა, რაც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
გიორგი გახარიას უწყება გადაწყვეტილებას გახშირებული დანაშაულით ხსნის, რომელიც უკანონოდ შეძენილი იარაღით არის ჩადენილი.
„ახალი რეგულაციების მიხედვით, 3-დან 6 წლამდე ვადით დაისჯება შეძენა-შენახვა და ტარება დაისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღების გამოყენებით, ცალკეული კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტები, შესაბამისად, ეს წინადადება დავაყენეთ,“- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.