20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მზარდ კრიმინალზე - გიორგი ტუღუში

„იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მზარდ კრიმინალზე,“  - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ტუღუში, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების შესახებ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივას, რომლის თანახმად, იარაღის უკანონოდ შეძენასა და ტარებისთვის სანქციები მკაცრდება.

გიორგი ტუღუში სანქციების გამკაცრებას კრიმინალის გაზრდას უკავშირებს, თუმცა, აცხადებს, რომ  „კანონის გამკაცრება კრიმინალს არ შეამცირებს“.   

“წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მზარდ კრიმინალზე ქვეყანაში. ზომები დროულად რომ გატარებულიყო და ჩვენ არ გვქონოდა ძალიან ცუდი, არაეფექტური და თავზეხელაღებული დამოკიდებულება კრიმინალთან მიმართებაში, დღეს ალბათ ამის საჭიროება არ დადგებოდა. ცხადია, ცუდია, როდესაც სანქციები მკაცრდება და ამას რა თქმა უნდა, თან უნდა ახლდეს შსს-ს მხრიდან დროული მოქმედება. მარტო შეცვლილი კანონები ამ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

კანონპროექტის ტანახმად,  ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე, ხოლო ცეცხლასროლი იარაღის ტარება დაისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.

 

დღის ამბები