20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ქმედება სასწრაფო და აუცილებელია - პაატა დავითაია სირიის გადაწყვეტილების შესახებ

„საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება როდესაც წარმოებს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს ამ აღიარების თემა,“ - ეს განცხადება საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ, სირიის გადაწყვეტილებაზე გააკეთა.

დავითაიას განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით დროული ქმედებაა აუცილებელი.

„საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება როდესაც წარმოებს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს ამ აღიარების თემა. ეს თუ ასე არ მოხდა, მომავალში არაბული ქვეყნების მიერ, ისეთი ქვეყნისაც კი, როგორიც სირიაა, აღიარებამ შეიძლება, გამოხმაურება ჰპოვოს სხვა ქვეყნებში. ამიტომ ქმედება სასწრაფო და აუცილებელია. საქართველოს პარლამენტმა უნდა მიმართოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, უნდა მიმართოს ეუთოს უსაფრთხოების ასამბლეას და იქვე იყოს განხილული და ეს საკითხი დადგეს განხილვის თემად,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

დღის ამბები