20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ჩვენთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება - პასკალ მონიე

„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - ეს განცხადება საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, პასკალ მონიემ, გააკეთა.

პასკალ მონიე ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

ელჩის თქმით, სირიის ქმედებას საერთაშორისო სამართლის ნორმებთან საერთო არ აქვს.

„საფრანგეთი ყოველთვის დგას ამ პოზიციაზე საერთაშორისო კონფერენციების და შეხვედრების დროს. ჩვენთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ამ ნაბიჯს საერთო არაფერი აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან,“ - განაცხადა პასკამ მონიემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები