20 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - იანოშ ჰერმანი

„ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით,“ - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შეფასებისას გააკეთა.

იანოშ ჰერმანი სირიის გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

„სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრინციპი,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები