20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
მოლაპარაკებები მოსკოვში შედგა - რაულ ხაჯიმბა სირიის აღიარებაზე

სირია რუსეთის მეოთხე მოკავშირე ქვეყანა გახდა, რომელმაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო.

გავრცელებული ცნობით, სამმხრივი შეხვედრა ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. ელჩებსა და სირიელ დიპლომატს შორის მოსკოვში გაიმართა. მათ ჯერ კომუნიკეს ტექსტი შეათანხმეს, შემდეგ კი ნოტებიც გაცვალეს.

ოფიციალური დამასკოს გადაწყვეტილებას "ისტორიული" უწოდეს რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა. მათ მოსახლეობას ტელევიზიით მიმართეს.

„აფხაზეთისა და სირიის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ორმხრივი აღიარება ასახავს ყველა სფეროში ჩვენს სწრაფვას ურთიერთობის განვითარებისკენ. ამ მოვლენას წინ უძღოდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთში ჩვენი საელჩოს და სხვა უწყებების მიერ ჩატარებული დიდი სამუშაოები.

"შედგა აფხაზეთისა და სირიის ოფიციალური პირების ორმხრივი ვიზიტები, დამყარდა მჭიდრო კონტაქტები. ჩვენ ვაფასებთ სირიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ურთიერთობები განვითარდება ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში სირიის მიწაზე სიმშვიდე დაისადგურებს და მისი მოსახლეობა მშვიდობიან ცხოვრებას დაიწყებს,“ - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

დღის ამბები