20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ვგმობთ სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას - ჰაიკე რენატე პაიჩი

„ვგმობთ სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას,“ - ასე აფასებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰაიკე რენატე პაიჩი, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას.

ჰაიკე რენატე პაიჩი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც ნათელია, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გერმანია და ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - აცხადებს ჰაიკე რენატე პაიჩი.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები