საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატები - ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ჯილდო მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
"ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს. ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, და ქართველი დიპლომატების ოჯახისა წევრები ესწრებოდნენ.