20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ენმ-ის ინიციატივა სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ - ფინანსთა მინისტრი ოპოზიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს 

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას საბანკო სექტორი და ფინანსთა მინისტრი პასუხობენ.

მამუკა ბახტაძე ოპოზიციურ პარტიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო ფონდის შექმნა კერძო სექტორში უკანონო ჩარევას ნიშნავს.

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი სახელმწიფო ფონდი შეიქმნება, ეს იქნება პირდაპირი ჩარევა საბანკო სექტორში ხელისუფლების მხრიდან, რაც საბანკო სექტორს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა უპასუხისმგებლოა.

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ სისტემაში გვაქვს ჭარბვალიანობის რისკი და ამ ჭარბვალიანობას სჭირდება გადაჭრა. სახელმწიფო ფონდების შექმნით რომ ასეთი ტიპის პრობლემების მოგვარება შეიძლებოდეს, წამყვანი ეკონომიკები და განვითარებული ეკონომიკები სწორედ ასეთ გზას აირჩევდნენ. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის მექანიზმებით, პირიქით, ჩვენ უფრო დავამძიმებთ ეკონომიკას, უფრო შევზღუდავთ და გავზრდით სახელმწიფოს არაჯანსაღ მონაწილეობას ეკონომიკაში და კერძო სექტორის განვითარებას შევაფერხებთ. ჩვენ ჭარბვალიანობას და სიღარიბეს უნდა ვებრძოლოთ სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის აღმასრულებელი თავმჯდომარე, არჩილ ბაკურაძე, ოპოზიცია ფინანსურ სექტორს პოპულისტური განცხადებებისთვის იყენებს.

„მე ვფიქრობ, მოსახლეობის კიდევ უფრო დამატებით მითების და სტერეოტიპების მდგომარეობაში შეყვანა არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს მოსახლეობას და მათ ვაძლევდეთ სწორ ინფორმაციას. ამაში პასუხისმგებლობა აქვს არამარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც. ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ხდება ასეთი მძიმე თემებით მანიპულირება,“ - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

ბანკებით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის იდეა მიუღებელია საბანკო სექტორისთვისაც.

 

 

დღის ამბები