20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
აი, ესაა იმის შედეგი, რომ საგარეო მინისტრად ივანიშვილმა ცხვირმოუხოცავი ხელის ბიჭი დანიშნა - მიხეილ სააკაშვილი

„აი, ესაა იმის შედეგი, რომ საგარეო მინისტრად, თანამდებობაზე, რომელიც ჩემს დროს უკიდურესად გამოცდილ გრიგოლ ვაშაძეს ეკავა, ივანიშვილმა ცხვირმოუხოცავი ხელის ბიჭი დანიშნა,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

როგორც მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, "ეს არის საქართველოს დიპლომატიური ჩავარდნა".  

„სირიის რეჟიმის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით ეს არის წარმოუდგენელი მარცხი და ჩავარდნა საქართველოს დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკის. რამდენიმე წლის წინ ზუსტად ასევე იყო დამოკიდებული ასადი პუტინზე და  მაშინ ჩვენმა საგარეო მინისტრმა ვაშაძემ და ყველამ ერთად ხელი ავაღებინეთ მას ამ განზრახვაზე. ზუსტად ასევე, ბელორუსი მთლიანად ჩამოკიდებული იყო რუსეთზე და პირადად დავალაგე ლუკაშენკოსთან ურთიერთობა. ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა და ბევრს ეგონა, რომ დაალაგებს და იცის რუსეთთან ურთიერთობა, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, იცის, როგორ შეუძვრეს, საიდან შეუძვრეს პუტინს, ყველაფერი პირიქით გამოვიდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებისგან მოსალოდნელია კიდევ არაერთი ახალი სიურპრიზი საერთაშორისო არენაზე.

„თუ ეს საზიზღარი ექსპერიმენტი დროზე არ დამთავრდა, ჩვენ წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი ჩავარდნა და დანაშაული ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. სირიის ფაქტი უკვე სახეზეა,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები