20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ოფიციალური თბილისის პასუხი ასადის რეჟიმს - საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პროცედურები დაიწყო - ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი ბაშარ ალ ასადის პოლიტიკურ ნაბიჯზე, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოში სირიის ლიდერის მოულოდნელ პოლიტიკურ ნაბიჯს რუსეთთან მოკავშირეობით ხსნიან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი უწყებაში შეხვედრაზე დაიბარა  და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდა.

რუსეთის ფედერაციას, სირიას და სხვა მოკავშირე ქვეყნებს აღიარების უკან წაღებისკენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მოუწოდა.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამერიკა ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მწვავე შეფასება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დიპლომატებისგანაც მოჰყვა.

ოკუპირებული ქართული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება რომ რუსეთის დამსახურებაა, არ დაუმალავთ ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო წარმომადგენლებს. მათ დღეს ტელემიმართვებში დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებების პროცესი რუსი დიპლომატების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. 

დღის ამბები