20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ასადის რეჟიმის მოულოდნელი პოლიტიკური ნაბიჯი - პრეზიდენტი მთავრობას დიპლომატიური არხების გააქტიურებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიპლომატიური არხების გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ამის აუცილებლობა დღის წესრიგში მასშემდეგ დადგა, რაც ასადის რეჟიმმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო და თავისი სატელიტები აამოქმედა. ოფიციალური მოსკოვის შემოტევის ახალი ტალღის შესაჩერებლად კი პრეზიდენტი გამოსავალს  პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყნებთან დიპლომატიური არხების გააქტიურებაში ხედავს.

პრეზიდენტის მსგავსად, გავლენიან მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდებს საგარეო უწყებას ყოფილი მინისტრიც. გრიგოლ ვაშაძე იმ დიპლომატიურ სვლებს იხსენებს, რომლის მეშვეობითაც არაღიარების პოლიტიკის პირველი ტალღის წარმატება გახდა შესაძლებელი.

საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები კი შიშობენ, რომ შესაძლოა, სირიის მაგალითი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს.

ექსპერტები ე.წ. სახიფათო ზონებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ლათინური ამერიკის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. 

დღის ამბები