„ევროპის შუაგულში ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, გაიძვერები და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მართავენ," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბრიტანელი იურისტის ჯეფრი რობერტსონის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მის გასატაცებლად საკუთარი მცველები მიუგზავნა.
„ევროპის შუაგულში ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, გაიძვერები და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მართავენ. აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. შეუძლიათ, გააძევონ ქვეყნიდან ადამიანი, სცემონ, აწამონ. პრეზიდენტმა საკუთარი მცველები გამომიგზავნა კიევის ცენტრში ჩემს გასატაცებლად. გზავნილი ასეთია, თუ სააკაშვილს ასე მოვექეცით, ნებისმიერს შეგვიძლია, იგივენაირად მივხედოთ. ამიტომ ვმუშაობ ევროპელ პოლიტიკოსებთან, რომ სანქციები დაუწესონ პოროშენკოს, ავაკოვს, ლუცენკოს და დანაშაულებრივი დაჯგუფების დანარჩენ წევრებს. ვეძებთ მათ აქტივებს, რომ გაუყინონ, რადგან უკრაინელ ხალხს მოჰპარეს. რატომ ვარ ახლა აქ? პუტინმა რამდენჯერმე მოუწოდა პოროშენკოს, მოიშორეთ სააკაშვილიო. პოროშენკომაც შეასრულა მისი მოთხოვნა. მას არ სჭირდება უკრაინაში კორუფციასთან მებრძოლი ხალხი, რადგან კორუფცია მისი საუკეთესო მეგობარია. პოროშენკო ფულს აკეთებს რუსეთში, მათ უხდის გადასახადებს. რუსები კი ამ ფულით ყიდულობენ ტყვიებს, რომლებსაც უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ახლაც გამოიყენებენ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.