20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
განაჩენის დღეს თუ არ გავიგე უმაღლესი ზომა, რაც ეკუთვნის კანონით, სასაკლაოს გავხდი ბათუმის სასამართლო დარბაზს - ანტონ ხაჭაპურიძე

„ჩემი შვილის მკვლელებს ჰყავს მფარველები - რეგიონის პროკურორი, აჭარის, ანტიტერორისტულ დეპარტამენტში მომუშავე თანამდებობის პირი, საპატრულო პოლიციაში მომუშავე ადამიანი, რომლებიც მფარველობენ და როგორც უნდა, ისე კერავენ საქმეს,“ - ეს განცხადება ბათუმში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მომღერლის, გიორგი ხაჭაპურიძის, მამამ გააკეთა.

ანტონ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პროკურატურა მის კითხვებს პასუხს არ სცემს.

ანტონ ხაჭაპურიძე ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ, თუ სასამართლოს განაჩენი შესაბამისი არ იქნება, მაშინ ის უკიდურეს ზომებს მიიღებს.

„მე განაჩენის დღეს თუ არ გავიგე უმაღლესი ზომა, რაც ეკუთვნის კანონით, სასაკლაოს გავხდი ბათუმის სასამართლო დარბაზს, ამას ვპირდები პროკურატურას და შსს-ს. მე არ დავინდობ არავის, უკან არ დავიხევ,“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ანტონ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მისი შვილის ცხედარს საფლავიდან ამოიღებს.

მუხლი, რომლითაც ახლა მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძის და მოდელ ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს ასამართლებენ, უვადო პატიმრობას არ ითვალისწინებს, რაც ოჯახის პროტესტის მიზეზი ხდება.

დღის ამბები