20 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
მე ვარ მომხრე, კანონის სრული დაცვით, პროკურორმა ისაუბროს იმ გარემოებებზე, რომელიც იმ კითხვებზე პასუხს გასცემს - ეკა ბესელია ხორავას ქუჩის საქმეზე

დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, სისხლიან გარჩევაზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

ეკა ბესელიამ ორივე გარდაცვლილი არასრულწლოვნების ოჯახის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ სისტემა მათ არ ებრძვის. ეკა ბესელიას თქმით, მთავარი პროკურორის მიერ შეხვედრისთვის მზადყოფნის გამოთქმა გულწრფელი ქმედება იყო.

„არ დგას თქვენს წინააღმდეგ სახელმწიფო დღეს, არ დგას თქვენს წინააღმდეგ დღეს სისტემა და თქვენ არ გებრძვით დღეს პოლიტიკური გუნდი. მე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, როდესაც სისტემა და ძალადობრივი გარემო უპირისპირდება მოქალაქეს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ

ეკა ბესელიას თქმით, პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებული მასალებით კანონი არ დარღვეულა.

„მე, პირადად და მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამ პროცესებს აკვირდება ძალიან დიდი სიფრთხილით და ჩვენ ვერ ვერევით ამ პროცესში და გასაჯაროება ამ მასალების ამიტომაც იყო რაღაც დოზით საჭირო და აქ კანონი არ დარღვეულა, რომ ცოტა უფრო მეტი ვიცოდეთ, ვიდრე ვისმენთ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით. არავის ინტერესში არ არის, ხელი დააფაროს ვინმეს. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის,“ - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას მისალმება და ოჯახებს მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ეკა ბესელიას თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ განცხადებები უნდა გააკეთონ.

„მე ვარ მომხრე პირადად, კანონის სრული დაცვით, მაგრამ პროკურორმა ისაუბროს იმ გარემოებებზე, რომელიც იმ კითხვებზე პასუხს გასცემს,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ მირზა სუბელიანთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერავინ ვერ ისარგებლებს ხელშეუხებლობის გარანტიით.

დღის ამბები