აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და სირიის გადაწყვეტილება ფართო საერთაშორისო აღიარებაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს - საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს ნატო და მისი ყველა მოკავშირე. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას მის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები.