IRI-მ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. კითხვაზე თუ როგორია თქვენი შეხედულება ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობაზე, გამოკითხულთა 84% დადებითად აფასებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მუშაობას, 83% კი - ქართული არმიის საქმიანობას.
მედიას 68% აქვს, პოლიციას - 50%, განათლების სისტემას - 49%, ადგილობრივ თვითმმართველობას - 43%. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობას გამოკითხულთა 43% აფასებს დადებითად, ცესკო-ს - 36% აქვს.
თანაბარი მაჩვენებელი აქვთ პრემიერის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის საქმიანობას - 34%.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა" მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. IRI-ის კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.