IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში შეკითხვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გაერთიანებასაც ეხება. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა.
კითხვაზე თუ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჰყავდეს თუ არა საერთო კანდიდატი, თუ ცალ-ცალკე კანდიდატით უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.
გამოკითხულთა 20%-ის აზრით ოპოზიციურმა პარტიებმა დამოუკიდებლებად უნდა წარადგინონ კანდიდატები, 23%-ს კი შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა,“ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. IRI-ის კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.