20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ენმ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად, ახალ პროექტს იწყებს

"ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ პროექტს იწყებს.

პარტიის წევრის, მურთაზ ზოდელავას თქმით, პარტიის წევრები ყველა მოქალაქეს შეხვდებიან, ვინც მიიჩნევს რომ უკანონოდ ჩამოერთვა სოციალური დახმარება ან გაათავისუფლეს სამსახურიდან, ან სხვა სახის ზარალი მიადგა და საგარანტიო სერტიფიკატებს გადასცემს მათ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ამ პრობლემების მოგვარებას დაიწყებს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღდეგ. ეს პროექტი გულისხმობს ყველა ამ ადამიანთან კომუნიკაციას, ამ ადამიანების პრობლემების გაცნობას, რეგისტრაციას და შესაბამისი სერთიფიკატის გაცემას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველივე დღიდან, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს მუშაობას ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამა.

დღის ამბები