03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ცხინვალთან რუსულ ბაზაზე აფეთქება მოხდა

ცხინვალთან რუსულ ბაზაზე დილით აფეთქება მოხდა. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვან უწყებაში განაცხადეს, რომ სოფელ კვერნეთში მდებარე სამხედრო ობიექტზე საბრძოლო მასალა აფეთქდა, თუმცა მოგვიანებით მათ ეს ვერსია უარყვეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ბაზაზე გეგმური საინჟინრო წვრთნა და ჩამოწერილი საბრძოლო მასალის უტილიზაცია მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები