20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
"ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია," - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბრობს

შეერთებული შტატები მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს გაითვალისწინონ გაეროს ქარტიის მიხედვით აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ამერიკის სახელმწიფო დეპატრტამენტმა უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც დაგმო.

"ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უცვლელი რჩება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები