20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ... თუ მაინც არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები შეიძლება კონსულტაციები საგამოძიებო ორგანოსთან"-გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პოლიტიკოსებს და საზოგადოებას მოუწოდებს ნუ მიუდგებიან ემოციურად ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. დეპუტატის თქმით თუ კი კიდევ არსებობს ამ საქმეზე, კითხვები შესაძლოა საგამოძიებო ორგანოსთან კონსულტაციების დაწყებაზე საუბარი.

„ჩვენც ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ ემოციებზე მაღლა დავდგეთ. ბუნებრივია, რომ დაღუპულის მამა და მისი ოჯახის წევრები ემოციური ხარისხით ამ შემთხვევაში გამოირჩევიან და მათთვის ეს სხვანაირი  ტკივილი მაგრამ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და თუ მაინც არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები და უნდობლობა საგამოძიებო პროცესის მიმართ, რა თქმა უდნა კონსულტაციები  შეიძლება ამ შეთხვევაში დავიწყოთ საგამოძიებო  ორგანოსთან მიმართებაში, თუმცა ამ მხრივ მე მგონია რომ საგამოძიებო რესურსიც ბოლომდე ამოწურული არ უნდა იყოს,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.   

დღის ამბები