„ზაზა სარალიძე პროკურატურას ადანაშაულებდა, რომ იგი ხელს აფარებს მკვლელებს, ფაქტობრივად, სასამართლომ ეს დაადასტურა,“- ეს განცხადება ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა. გოცირიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა.
„მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ადამიანის მკვლელები გამოვლინდა და ზაზა სარალიძეს შვილის მკვლელი არა, ის მოელოდა, რომ სხვა სოციალურ კიბეზე მდგომი ადამიანია, რომელიც ამ სასამართლოში სამართალს ვერ იპოვის. ამ ადამიანის ეჭვები გამართლდა. ის ადამიანები, ვისაც ხელს ადებს, რომ მისი შვილის მკვლელები არიან, ეს ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების გაკეთებულია და ხელისუფლება მფარველობს მას. ეს არის მისი შიშების წყარო, სასმართლომ ეს ფაქტობრივად, დაადგინა. პროკურატურა, ძალოვანი სისტემა, სასამართლო არის ჩამოშლილი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.