20 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ცალსახად დადასტურდა, რომ პროკურატურას ხელები აქვს სისხლში გასვრილი... ვინმეს გგონიათ, რომ პრემიერი არაა საქმის კურსში? - ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მოუწოდებს შეუერთდნენ ზაზა სარალიძის პროტესტს.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის დანაშაული, ამ დანაშაულს ხელს აფარებს მაღალი თანამდებობის პირები.

„ცალსახად დადასტურდა, რომ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ხელს აფარებენ მკვლელებს.

ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება. დიახაც პოლიტიკოსების ჩადენილი დანაშაულია, დიახ, ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ დავუდგეთ ამ ადამიანს გვერდით... ვუერთდები მოთხოვნას, რომ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არის ერთიანი დანაშაულებრივი სისტემა.

ასე უტიფრად თავზე გვახვევენ საქმეს და ამბობენ, რომ ადამიანის მკვლელები უნდა იყოს გარეთ,“-აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები