20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

"პარლამერნტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება გამოძიებაში, ამისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გამართლდა.

"დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები