20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
შოთაძეს ყველა შვილმკვდარ მშობელთან და ჟურნალისტებთან ერთად შევხვდები, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს - სარალიძე

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა ის საჯარო შეხვედრას ითხოვს. სარალიძე ამბობს, რომ ის შოთაძეს ყველა იმ შვილმკვდარ მშობელთან ერთად შეხვდება, ვინც სამართალი ვერ იპოვა.

გარდა ამისა, სარალიძე ითხოვს შეხვედრა ჟურნალისტებისთვის გახსნილი იყოს.

„აღარ ვაპირებ მაგათთან დახურულ სხდომაზე ჯდომას. ექვსი თვე მაფურთხებდნენ სულში, ექვსი თვე აფურთხებდნენ სულში ჩემს შვილს. ამათი სკამი მე არ მაინტერესებს არასდროს ვყოფილვარ მოწოდებული იმისთვის, რომ პოლიტიკურად აქტიური ვყოფილიყავი.

ყველა ადამიანს ვთხოვ დამიდექით გვერდში აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. დღეს მე სისტემამ მომკლა, მაგრამ მანამდე ვიბრძოლებ სანამ ეს სიტემა არ დაინგრევა,“-აცხადებს სარალიძე.

ის საქმის ყველა პროკურორის და ირაკლი შოთაძის დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მისი განცხადებით, აბსურდია უცხოელი სპეციალისტების გამოძიებაში ჩართვა ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

დღის ამბები